planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60049.jpgბიძინა ივანიშვილმა `ქართული ოცნების` პოლიტიკური საბჭო წარადგინა. კოალიციის მმართველობით ორგანოში ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსანდრე პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური შედიან. პოლიტსაბჭოს ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს. ”პოლიტიკური საბჭო უხელმძღვანელებს კოალიციას, მიიღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, გააკონტროლებს ამ გადაწყვეტილებების შესრულებას. პოლიტიკური საბჭო იქნება სტრუქტურა, რომელიც რეალურად გაუწევს ამ კოალიციის მუშაობას კოორდინირებას”, - განაცხადა ხადურმა. საბჭოში, მოლოდინის მიუხედავად, ვერ მოხვდა კობა დავითაშვილი. კოალიციის დამფუძნებლები კი თავად ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა და დავით უსუფაშვილი არიან. დღევანდელ შეკრებაზე ოლიგარქმა 12-პუნქტიანი სადამფუძნებლო დეკლარაციაც გაავრცელა, რომელშიც გაერთიანების გეგმებზეა საუბარი. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქართული ოცნება პარტიულ ყრილობას გამართავს. ივანიშვილის კოალიციაში შედიან: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი". კოალიციის სხვა წევრები - "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "კონსერვატიული პარტიის" ლიდერი ზვიად ძიძიგური კოალიციაში წარმოადგენენ საკუთარ პარტიებს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts