Jump to content
Planeta.Ge

ერორი- `ახალი სამშობიარო` დაიხურება


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60053.jpgსამშობიარო სახლი, სადაც 26 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა, დაიხურება. ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. პრემიერმა ნიკა გილაურმა პირადად მოითხოვა, რომ სამშობიაროს შეუჩერდეს ლიცენზია და ჯანდაცვის მინისტრს დაავალა, მის უწყებაში დეტალურად გამოიძიონ გარდაცვალების ფაქტი.

 

შპს ”ახალი სამშობიაროს” მფლობელებს გარკვეული დრო მიეცემათ იმისთვის, რომ კლინიკაში შესაბამისი აღჭურვილობა შეიტანონ. პრემიერის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ამის შემდეგ აღუდგება ლიცენზია აღნიშნულ კლინიკას.

 

`მე დავავალე ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეესწავლა ეს ინციდენტი, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება და აკმაყოფილებდა თუ არა შესაბამის პირობებს აღნიშნული სამედიცინო ცენტრი. ამ საავადმყოფოს პრივატიზაცია მოხდა გასული წლის თებერვალში, შემდგომ ეს საავადმყოფო მფლობელობაში კოლექტივმა აიღო. ჩვენ გვინდოდა, რომ საავადმყოფოს რეაბილიტაცია მომხდარიყო, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ შემოწმების შედეგად დავინახეთ, რომ აღნიშნული კლინიკა სალიცენზიო პირობებს ვერ აკმაყოფილებს,`- განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...