planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60054.jpg`ახალი მემარჯვენეების` ლიდერმა აი-ტი-ვის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაფასა. დავით გამყრელიძემ ბიძინა ივანიშვილის კოალიციაზე, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. გამყრელიძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა მომავალ კვირას პარლამენტში ხმამაღლა განაცხადოს თავისი მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ და საბოლოოდ დაუსვას წერტილი კამათს ამ თემაზე. `ახლების` ლიდერმა ყურადღება ბიძინა ივანიშვილზეც გაამახვილა. მისი აზრით, ოლიგარქი ძალიან სწრაფად კარგავს იმ ნდობის კაპიტალს, რომელიც ჰქონდა ქართულ საზოგადოებაში. `სანამ ბატონი ივანიშვილი გააგრძელებს გულუხვად თანხების გაცემას, მანამდე კოალიცია არ დაიშლება. ეს იმდენად მიმზიდველი ფაქტორია, ეტყობა, რომ ეს იქნება გარკვეული პერიოდით შემკვრელი ამ ყველაფრისა, მაგრამ გარკვეულ ეტაპზე, როდესაც პირველი არჩევნები ჩაივლის, გარწმუნებთ, რომ ბატონ ივანიშვილს თავად აღარ ექნება სურვილი თანხების დარიგებისა,`- განაცხადა გამყრელიძემ. დავით გამყრელიძემ ასევე სრულიად გამორიცხა `მემარჯვენეების` რაიმე კოალიციაში გაწევრიანება ეს პოლიტიკური გამოცდილებით ახსნა, რომელიც მას უჩვენებს, რომ მსგავსი გაერთიანებები არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ აუცილებლად იშლება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts