Jump to content
Planeta.Ge

ერორი- გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60052.jpgყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და გელბახიანის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

 

ადვოკატი გირაოს სახით 30 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა. დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორი მიიჩნევდა, რომ გელბახიანის გათავისუფლება ხელს შეუშლიდა გამოძიებას და არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუმცა, მოსამართლემ გაითვალისწინა ვალერი გელბახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისიც, რომ გელბახიანი გამოცხადდა გამოძიებაში და დაცვის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე 20 თებერვალს დააკავეს. ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება.

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...