planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/kontoslis-tab.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. კონტროლის პალატამ მმართველ პარტიას გასული წლის შემოწირულობების ნაწილის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა ურჩია და საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასაც“ მოსთხოვა იმ 20 000 ლარის დაბრუნება, რომელიც უკანონო სქემით იქნა მიღებული კომპანიაში მომუშავე კერძო პირისგან. როგორც კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, მმართველი პარტიის 2011 წლის ფინანსური დეკლარაციის შესწავლის შემდეგ ივარაუდა, რომ ის 95 848 ლარი, რომელიც, მმართველი პარტიის თქმით, ხუთი სხვადასხვა პირის შემოწირულობაა, რეალურად ერთი წყაროდან მოდის, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვა პირებზე. <span style="font-size: 10pt;" />ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა განაცხადა, რომ კონტროლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს სამართალდარღვევის ფორმალური ნიშნით არარსებობისა და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპის გათვალისწინებით. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts