planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://saqinform.ge/images/stories/analitics/leibor-obama.jpgთბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილს უგზავნის, რომლის ტექსტსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ: <span style="font-size: 10pt;" />„ქართველი ხალხისთვის დიდი ხანია, გასაგებია, რომ თქვენი მარიონეტი სააკაშვილი გირჩევნიათ მთელ ჩვენს ქვეყანას, მის კულტურას, ისტორიას, დღევანდელობას და საქართველო გჭირდებათ გეოპოლიტიკური განტევების ვაცად, სადაც იცხოვრებს მხოლოდ ბედნიერი მმართველი ელიტა, თქვენი მრჩევლებით, ხოლო მონები, ანუ ჩვენ, ქვეყნიდან უნდა გავიქცეთ ან დავიხოცოთ. ისიც გასაგებია, რომ საქართველო თქვენი უუფლებო მონა-კოლონია რეზერვაციაა, რომელსაც წაართვით დამოუკიდებლობა და გადატრიალების გზით მოიყვანეთ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი, რომელსაც პატიობთ ყველაფერს, მათ შორის, მკვლელობებს, დარბევებს, დემოკრატიის მოსპობას, ტერორიზმს, საკუთარი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ღამეულ დაბომბვას, პოლიტპატიმრებს. იმასაც შევეგუეთ, რომ არჩევნების ჩატარება აკრძალეთ და როგორც ვაშინგტონში დაწერთ, ისეთი შედეგი დაიდება, შევეგუეთ ჩვენი ქვეყნის რუსეთთან დაპირისპირებულ მძევლად გამოყენებას, რამაც ჩვენი სამშობლო სამ ნაწილად დაშალა, ხოლო თქვენ შემდგომ მოსკოვთან მსუყე ვაჭრობის საფუძველი მოგცათ. საქინფორმი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts