kisa Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=DwbOreehQHs აჰა, გაარჩიეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 აბა რა გავარჩიოთ? ბიძინას ვერ ვუსმენ, არ შემიძლია მაგის ლაპარაკის მოსმენა,ირაკლის მოვუსმინე, ნორმალურად გამოვიდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 21, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 laciბიძინას ვერ ვუსმენ, არ შემიძლია მაგის ლაპარაკის მოსმენა,მაშინ წაიკითხე! ესაა მტავარი სასტუმრო "რადისონში" პოლიტიკური კოალიციის, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე მიღებულ სადამფუძნებლო დეკლარაციაში წარმოდგენილია 12-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში განახორციელებს.1. ქართული ოცნება დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას; 2. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოთა დაბალანსებულ და გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმებს; 3. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეიგონული პოზიციების გამყარებას, რისთვსიაც გააღრმავებს ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში;4. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვსიაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზეთთან და ოსეთთან. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში; 5. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას. ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციებს, რისთვსიაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს; 6. ქართული ოცნება უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას. დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან; 7. ქართული ოცნება არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინეტერსისგან; 8. ქართული ოცნება დაძლევს უმნუშევრობას და სიღარიბეს, შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას. დაიცავს კერძო საკუთრებას და შრომით უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას; 9. ქართული ოცნება დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვრომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვსიაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ გააზრებულ რეფორმებს; 10. ქართული ოცნება შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განავითარებს სოციალური სოლიდარობის სისტემას; 11. ქართული ოცნება ხელს შეუწყობს საქართევლოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას; 12. ქართული ოცნება იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითაც დაძლევს ერთი მხრივ ბრმა მიმბაძველობას ხოლო მეორე მხრივ ფსევდოპატრიოტული კარჩეკეტილობის ტენდენციებს; Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 kisaეგრე ჯობია, დიდი მადლობა.. 12 პუნქტი მისაღებია პირადად ჩემთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.