planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 დაბადების დღის აღნიშვნა უცნაური ჩვეულებაა. წესით, საერთოდაც არ უნდა გიხაროდეს ის ფაქტი, რომ ბერდები, სიკვდილს ერთი წლით უახლოვდები, ნაოჭები გემატება და სხვა ასაკის მატებასთან თანმხლები ნეგატიური მხარეები… მაგრამ მეორეს მხრივ, დაბადების დღე ერთ-ერთი იმ შესანიშნავ დღეთაგანია, როდესაც შეგიძლია დაჯდე და გადახედო საკუთარ ცხოვრებას. ასეთი თარიღები წელიწადში მინიმუმ ოთხჯერ მაქვს: 1 სექტემბერი – როდესაც ჩემს კარიერას და საქმიან ცხოვრებას ვაკორექტირებ,ახალი წელი - როდესაც ჯანმრთელობას და ფიზიკურ გარეგნობაზე ვიწყებ ფიქრს,დაბადების დღე - როდესაც იმ ადამიანებზე მეფიქრება, რომლებიც ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები არიან და რომლებიც მიყვარს;და anniversary – როდესაც არსებულ ურთიერთობას უნდა გადავხედო ხოლმე.წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებული იმითაც იყო, რომ 25–ის გავხდი. 25 წელი საუკუნის მეოთხედია, რაც განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მაგრძნობინებს. ისე, წელს ერთ–ერთი ყველაზე თბილი და კარგი დაბადების დღე მქონდა. დილით სამსახურში ვიყავი, ტორტი შევუკვეთე, თანამშრომლებმა ერთ კედელთან ვარდისფერი ფეისბუქი მომიწყვეს. ცოტა დავლიეთ. სამსახურის მერე კი მულენ ელექტრიკში წავედი რამდენიმე მეგობართან ერთად. http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/pink-facebook-wall-sweet-630x418.jpg ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ მეგობრებზე და ზოგადად მეგობრობაზე. აღმოჩნდა, რომ 25 წლის მანძილზე ძალიან ცოტა მეგობარი შევიძინე (ნამდვილ მეგობრებს ვგულისხმობ და არა კარგ, კეთილგანწყობილ ნაცნობებს). თუმცა დანამდვილებით ვაცხადებ, რომ მთავარი რაოდენობა კი არა – ხარისხია. ასევე იმასაც მივხვდი, რომ თუ ადამიანთან საერთო არ გაქვს (რაღაც მიზეზის გამო არ ხვდებით ერთმანეთს, არ ლაპარაკობთ, არ უზიარებთ აზრებს), ვერანაირი “ბავშვობის მეგობრები ვართ”, “ჩემი კლასელი იყო მეორე კლასიდან” და “ტექნიკუმში ერთად ვსწავლობდით” ურთიერთობას ვერ გადაარჩენს. დღევანდელ სამყაროში ადამიანები ძალიან სწრაფად უახლოვდებიან ერთმანეთს და ასევე სწრაფად შორდებიან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტელეფონი, ინტერნეტი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, მიუხედავად იმისა, რომ შენი კლასელის / ბავშვობის მეგობრის / მეზობლის სტატუსებს და ფოტოებს ფეისბუქზე ყოველ დღე უყურებ, თუ მათთან ყოველდღიური ან ყოველკვირეული შეხების წერტილი არ გექნება, მაინც ისევე გაუცხოვდები, როგორც ნებისმიერ ჰოლივუდის ვარსკვლავთან. (სხვათა შორის, ფეისბუქზე ვარსკვლავებიც პოსტავენ http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_wink.gif ) მაგრამ იმ აზრამდეც მივედი, რომ შესაძლებელია ადამიანს ყოველ დღე ხედავდე (ოჯახის წევრს ან თანამშრომელს), მაგრამ მასთან ახლოს მაინც არ იყო. მთავარი საერთო შთაბეჭდილებებია. მთავარი ემოციებია, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. მთავარია წლების მანძილზე საერთო ხუმრობების ფონზე გაცვლილი ღიმილი, ერთმანეთის პრობლემების განცდა და მხარდაჭერა, ერთმანეთის სიხარულის და წარმატების გაზიარება. და სიყვარული. http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/sweet-lola-bday-630x419.jpg ბუჩქი http://sweet.ge/wp-includes/images/smilies/icon_smile.gif ) ♥ http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/mariam-blanc-sweet.jpg ყველაზე ნაწნავებიანი ♥ ( busuna.ge ) http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/mariam-blanc-head.jpg ყველაზე გიჟები ♥ http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/gvantsa-lola-sweet-bday-630x377.jpg ჩემი მთრუალი მეგობრები http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/sweet-literator.jpg მე და ჩემი თამუნა ( literatori.wordpress.com ) http://sweet.ge/wp-content/uploads/2012/02/nanuka-bday-sweet.jpg ჩემი ნანუკა ♥ http://feeds.feedburner.com/~r/sweetrealityblog/~4/6V-fQFnjx8c ეწვიეთsweet.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.