Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6430

 

 

 

ევროკავშირი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ და მკაცრ სანქციებს შემოიღებს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველმა მექსიკაში დიდი ოცეულის შეხვედრაზე განაცხადა.

 

ის ასევე არ გამორიცხავს, რომ ევროპამ შავ სიაში შეიტანოს სირიის ცენტრალური ბანკი. თუმცა, კონკრეტული სანქციების დასახელებისგან თავი შეიკავა.

 

“დროა, რომ გავაძლიეროთ დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა სირიაზე, ასევე მოვუწოდებთ რუსეთსა და ჩინეთს ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგან,” – განაცხადა ვესტერველმა.

 

შეგახსენებთ, 16 თებერვალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ სირიის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

 

“გენერალური ასამბლეა მკაცრად გმობს სირიაში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ და სისტემატიურ დარღვევებს და მივმართავთ სირიის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და დაიცვან საკუთარი ხალხი,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

 

არაბული ლიგის მხარდაჭერით მომზადებულ რეზოლუციას გაეროს წევრმა 137 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 12 ქვეყანა წავიდა, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს ორი ქვეყანა – რუსეთი და ჩინეთი, ხოლო 17 ქვეყანამ თავი შეიკავა.

 

სირიაში პრეზიდენტ ბაშარ-ალ–ასადის რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით უკვე ერთ წელზე მეტია შეტაკებები მიმდინარეობს. ანტისამთავრობო დემონსტრაციებს უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...