planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/saqalaqo2.jpegვალერი გელბახიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე, სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც “ექსპრესნიუსს” გელბახიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა, სასამართლო პროცესი, 15:00 საათამდე დაიწყება. ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე მოხდება აღმკვეთი ღონისძიების – პატიმრობის დადასტურება, თუმცა დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს, ღათა გელბახიანს, დედის ავადმყოფობის გამო, აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს. ხაჭაპურიძის განცხადებით, ვალერი გელბახიანმა საქართველოში ჩამოსვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მისმა ადვოკატებმა სასამართლოს მივმართეს, რათა, აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, პირადი თავდებობით შეცვლოდა. ადვოკატი დაკავებულს #8 საგამოძიებო იზოლატორში გუშინ შეხვდა. ხაჭაპურიძის თქმით, გელბახიანი მზად არის, გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხოს. შეგახსენებთ, რომ ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, “ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა”. “საქემეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული – შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება”,- აცხადებენ სამინისტროში. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts