planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/bidzina101-300x199.jpgპოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოს ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი, რომელიც დღეს სასტუმრო “რედისონში” ბიძინა ივანიშვილმა გამართა. საბჭოს შემადგენლობაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად არიან ნოდარ ხადური , რომელიც პოლიტიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება, ასევე, ასევე დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი და ალექსი პეტრიაშვილი . პოლიტიკური კოალიციაში გაწევრიანდნენ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”. ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, “კონსერვატორებიდან” და “ხალხის პარტიიდან” ახალ პოლიტიკურ კოალიციას მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შეუერთდებიან. „ჩვენ უკვე ერთი გუნდი ვართ და მინდა ჩვენს მომხრეებს და ჟურნალისტებს მივმართო, ნუ შეცდებით რომ ერთნი შეაქოთ და მეორეს თავს დაესხათ, თხოვნა მაქვს რომ ჩვენ ერთ გუნდად წარმოგვადგინოთ მომავალში“,–განაცხადა ივანიშვილმა მისივე თქმით, კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველო“ , მისი დაფუძნება და ყრილობა მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში იქნება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts