planetanews Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/news_11585.jpg“ახალი მემარჯვენეების” ლიდერის, დავით გამყრელიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” განწირულია ისეთი დასასრულისთვის , როგორც გაერთიანებული ოპოზიციის და “ალიანსი საქართველოსთვის” შემთხვევაში მოხდა.ამის შესახებ გამყრელიძემ იტვ-ის მედიაკლუბში ჟურნალისტების შეხვედრისას განაცხადა. გამყრელიძის განცხადებით, პარტიული გამოცდილებიდან გამომდინარე ის ძალიან სკეპტიკურად უყურებს კოალიციებს და ალიანსებს და მისთვის კოალიციის არსებობა მისაღებია არჩევნების შემდეგ. “ასეთი გაერთიანებები მოკლებულია რაიმე მსოფლმხედველობრივ ერთობას და სწორედ ეს არის დღესდღეობით ივანიშვილის კოალიციის პრობლემაც. ამიტომ ახალი “მემარჯვენეები” არანაირ კოალიციას და ალიანსში გაწევრიანებას არ აპირებენ”, - განაცხდა გამყრელიძემ. “ახალი მემარჯვენეების” ლიდერის შეფასებით, კოალიცია მიზნად უნდა ისახავდეს მთავრობის ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობას. როგორც ცნობილია დღეს სასტუმრო “რედისონში” პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეკლარაციაც იქნსა მიღებული. კოალიციაში კი, გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”; ”კონსერვატორებიდან” და ”ხალხის პარტიიდან” კოალიციაში შედიან ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts