Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ანონსი 21 თებერვალი


Recommended Posts

21 თებერვალს, 10.30 საათზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს და იუსტიციის სამინისტრო თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას გამოაცხადებს.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24ა (იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა)

 

21 თებერვალს, 11:00 საათზე, ‘ვითიბი ბანკი ჯორჯიას’ სათავო ოფისში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო ‘ვითიბი ჯგუფისა’ და ‘ვითიბი ბანკ ჯორჯიას ‘ერთობლივი საბარათე მომსახურება ‘ყველგან როგორც სახლში’.

მის: ჭანტურიას ქ. #14

 

21 თებერვალს, 11.00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში, ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაცებთან ხელშეკრულებები გაფორმდება.

მის: ვახტანგ გორგასლის ქ. #24ა (იუსტიციის სამინისტროს ახალი შენობა)

 

21 თერევალს, 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროში, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაციას შეხვდება.

 

21 თებერვალს, 12.00 საათზე, ‘ექსპო ჯორჯიას’ მესამე პავილიონში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ‘მერკური 2012′-ის გახსნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

 

21 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘რედისონში’ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ კოალიციას, ‘ქართული ოცნებას’ წარადგენს.

 

21 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო ‘ქორთიარდ მარიოტში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი ‘კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვისმიერ ორგანიზებულ ფორუმს გახსნის.

 

21 თებერვალს, 12:00 საათზე, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ჭოველიძის ქ. #10; ფონდ ‘ღია საზოგადოება – საქართველოს’ ოფისი

საკონტაქტო პირი ნათია კუპრაშვილი +995 32 2 93 44 72

 

21 თებერვალს, 12:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ვანის რაიონის სოფელ ზეინდარისა და მთის ძირის მოსახლეობას შეხვდება.

 

21 თებერვალს, 13:00 საათზე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში, კომისიის ხელმძღვანელობასა და რეგიონული წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართება.

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ

 

21 თებერვალს, 13:00 საათზე, ‘ეკოლოგიური სამართლის ცენტრი’ სახალხო დამცველის ოფისთან გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან გარემოს დაცვის კუთხით ჩადენილი დანაშაულებების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის ომბუდსმენს გადაეცემა.

მის: ნინო რამიშვილის ქ. #6

საკონტაქტო პირი ნოდარ აფხაძე – 599 92 56 48

 

21 თებერვალს, 13:00 საათზე, itv-ის მედია კლუბში სტუმრად იქნება ‘ახალი მემარჯვენეების’ თავმჯდომარე დავით გამყრელიძე.

მის: დიღმის მასივი, ახმეტელის ქ. #10 ა, კინოსტუდიის შენობა, III სართული

საკონტაქტო პირი რუსუდან გურჩიანი – 599 55 29 49

 

21 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება

 

21 თებერვალს, 13.30 საათზე, ‘გერმანულ სახლში’, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გორის მუნიციპალიტეტსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: ელ. ახვლედიანის აღმართი #4

 

21 თებერვალს, 14:30 საათზე, თბილისის მერიასთან (სააკაძის მოედანზე), ‘გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის’, ‘ეკოლოგიური სამართლის ცენტრისა’ და სხვა ორგანიზაციების ინიციატივით, კიკვიძის ბაღის შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გაიმართება.’

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...