Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- “ფერიის ეკლესიასთან ახლოს სააკაშვილს კიდევ ერთ გასართობ ობიექტს უშენებენ“ [video]


Recommended Posts

ავტორი ნინო მიქიაშვილი

23:06 20.02.2012

ბათუმელმა “ლეიბორისტებმა“ დიდების მემორიალის გარშემო სადემონტაჟო ღობე სამჯერ გადაანგრიეს, მაგრამ ამისთვის ისინი, არც დაუკავებიათ და არც დაუჯარიმებიათ.

 

http://2.bp.blogspot.com/-rtN4Ps1B_Z8/T0KiwceMN6I/AAAAAAAAGPI/hfXQaoxE0Tc/s200/misha%2Banakliashi.gifიმაზე, თუ რის აშენება აქვს ხელისუფლებას დაგეგმილი მემორიალის ადგილას და რატომ პასიურობდა საპატრულო პოლიცია, ამაზე “ლეიბორისტული პარტიის“ აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, დავით რობაქიძეს სკაიპის საშუალებით ვესაუბრე.

ამ წუთისთვის რა ხდება დიდების მემორიალთან ?

 

დავით რობაქიძე: ამ წუთისთვის დიდების მემორიალი შემოღობილია. ბათუმში თოვლსა და წვიმას ბოლო ორი დღე ძლიერი ქარიც დაერთო და ალბათ, კლიმატური პირობების გამო მემორიალის დემონტაჟისგან თავს იკავებენ. თავის დროზე ამ მემორიალს ქვედა ნაწილი ჩამოამტვრიეს, რაც იმ ფოტოებზეც შესანიშნავად ჩანს, რომელიც სკაიპით გადმოგიგზავნეთ.

 

ღობე პირველად 15 თებერვალს გადავანგრიეთ, მაგრამ მანამდე იქვე ბრიფინგი გავმართეთ - ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდეთ დემონტაჟი შეეჩერებინათ. რათა ისინი დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩვენ ამ ფაქტთან შეგუებას არ ვაპირებდით, ავდექით და ღობე გადავანგრიეთ.

 

ეს რამდენმა კაცმა გააკეთეთ?

 

-იმ მომენტისათვის ოფისში რამდენი ადამიანიც ვიყავით, იმდენი მივედით მემორიალთან, ბრიფინგი გავმართეთ და და ღობე გადავანგრიეთ. ეს ვიდეოკადრებშიც ჩანს. დაველოდეთ ხელისუფლების რეაქციას. ჩვენს მიმართვასა და ქმედებაზე მათი პასუხი იყო ის, რომ ღობის განახლება და მემორიალის ირგვლივ ქვაფენილის აღება დაიწყეს.

 

სად იყო ამ დროს პოლიცია?

 

-პოლიციელები შორიახლოს იდგნენ, საპატრულო მანქანაც იქვე იყო. ისინი მშვიდად გვიყურებდნენ როგორ ვანგრევდით ღობეს.

 

თქვენი აზრით რატომ პასიურობდნენ?

 

-დანამდვილებით ვერ გეტყვით რატომ პასიურობდნენ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ - დღეს ბათუმს პოლიცმაისტერი არ ჰყავს და ალბათ, ესაა ერთ-ერთი მოტივი იმისა, რომ საპატრულო პოლიციამ რაღაც ქმედებებზე უარი განაცხადა. ღობე მესამედ 19 თებერვალს გადავანგრიეთ, მაგრამ 20-ში რომ გავიარე, ისევ აღდგენილი დამხვდა.

 

სხვათა შორის, მემორიალის სადემონტაჟო სამუშაოს ის კომპანია ახორციელებს, რომელიც თვითმართველობის არჩევნებზე “ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო - “გზამ“ 250 000 ლარი გაიღო “ნაციონალების“ გამარჯვებისთვის. ეს მონაცემი ცესკოს ვებგვერდზე შეგიძლიათ თქვენც ამოიკითხოთ. კომპანია “გზას“ ერთ-ერთი მეწილეა ლევან ვარშალომიძის ძმა, ირაკლი ვარშალომიძე და ეს კომპანია ახორციელებს ბათუმში თითქმის ყველა სადემონტაჟო და ხშირ შემთხვევაში სამშენებლო სამუშაოსაც.

 

რის აშენებას აპირებენ დიდების მემორიალის ადგილას?

 

-მემორიალის ადგილას საბაგირო გზა შენდება, რომელიც დაუკავშირდება ფერიის მთაზე უზარმაზარ გასართობ კომპლექსს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ფერიის მთაზე გარკვეული ტერიტორია თურქებს 1 ლარად გადასცა.

 

გასართობ კომპლექს “არგოს“ გულისხმობთ?

 

-დიახ. ამ საბაგიროთი აპირებენ ბათუმს დააკავშირონ გასართობი კომპლექსი. პირდაპირ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, თურქები მიხეილ სააკაშვილს კიდევ ერთ გასართობ ობიექტს უშენებენ. ბოდიში ამ სიტყვისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ბორდელი, რომელიც ქალაქ ბათუმს დაემატება.

 

გასართობი კომპლექსი ფერიის მთაზე დანგრეულ და ხელახლა აშენებულ ეკლესიასთან ახლოს იქნება?

 

-გასართობი კოპლექსი ეკლესიიდან დაახლოებით 20-25 მეტრში შენდება. მაკეტის მიხედვით ეს კომპლექსი ბათუმს გადმოჰყურებს და მის უკან რჩება ფერიის მთაზე ერთხელ უკვე დანგრეული და ხელმეორედ აშენებული ეკლესია.

 

"ობიექტივი"

 

 

 

http://3.bp.blogspot.com/-KtSuYO9v3zk/TjXKNerO7UI/AAAAAAAAEwU/4iW_zNk5ag4/s200/ukan1.png

2907431438646605030-197201053753709841?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...