Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კონტროლის პალატა „ნაციონალურ მოძრაობას“ წინადადებით მიმართავს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/nacionaluri_mozraoba.jpgკონტორლის პალატა “ნაციონალურ მოძრაობას” მომართავს წინადადებით, “კანონის სულისკვეთებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე”, მათ მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95 888 ლარის ოდენობით გადაირიცხოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ამის შესახებ განცხადება, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მოგელაძემ,დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

 

მისივე განაცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წლიური საფინანსო დეკლარაცია, აუდიტის დასკვნასთან ერთად კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა წარმოდგენილი.

 

მოგელაძის თქმით, ფიზიკური პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობის შესწავლის შედეგად კონტროლის პალატას აქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით, რამდენიმე პირის გამოყენების გზით; კერძოდ, რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვადასხვა პირებზე.

 

მოგელაძის განმარტებით, “საქართველოს კონტორლის პალატა ფიზიკური პირების მიმართ ამგვარ ქმედებაზე პასუხიმგებლობის ზომებს ვერ გამოიყენებს, სამართალდაღრვევის ფორმალური ნიშნის არარსებობისა და კანონის უკუქცევითი ძალის პრინციპების გათვალისწინებით”.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...