planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/201201162813.jpgსაქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ნათია მოგელაძის განცხადებით, ფინანსური მონიტორინგის პროცესში საქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური დაფინანსების უკანონო სქემა გამოვლინდა. როგორც მოგელაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანია „ქართუ მშენებელში“ მომუშავე პირზე უჩვეულოდ მაღალი პრემია გაიცა, რომლის ნაწილი შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე ჩაირიცხა. „მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანია შპს „ქართუ მშენებელიდან“ 2011 წლის განმავლობაში სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 12.000 ლარი, შესაბამისად, თვეში ხელფასის სახით -1000 ლარი. 2012 წლის 6 თებერვალს, ნუგზარ ხუციშვილმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია შპს „ქართუ მშენებელისაგან“ პრემიის სახით მიიღო უჩვეულოდ დიდი თანხა 40.000 ლარი, რაც ფაქტობრივად მისი 4 წლის ხელფასს შეადგენს, საიდანაც 20.000 ლარი პრემიის მიღებიდან 3 დღეში შემოწირულობის სახით ბიძინა ივანიშვილისვე დაფუძნებულ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხა,“- განაცხდა მოგელძემ. მისი თქმით, სახეზეა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება, რაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, სამართალდამრღვევი პირის მიმართ კი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციების გამოყენებას. „გვაქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ამ და მსგავსი სქემების გამოყენებით ხდება შავი ფულით პოლიტიკური მიზნების დაფინანსება. ამიტომ, მივმართავთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან მსგავსი უკანონო სქემების განსახორციელებლად, თავი შეიკავონ ამ ქმედებებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები. ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატისთვის პრიორიტეტულია სამართალდარღვევის პრევენცია, „ქართულ ოცნებას“ მივმართავთ წინადადებით, კანონით დადგენილი რეგულაციების გვერდის ავლის მცდელობით მიღებული შემოწირულობა დაუბრუნოს უკან შპს „ქართუ მშენებელს“,“- აცხადებს მოგელაძე. საქართველოს კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ 20 პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გააკეთა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts