planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/image17-300x176.jpgარასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში სასჯელაღსრულების სისტემაში მორიგი რეფორმა იწყება. სასჯელაღრულების სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმა ბრალდებულ არასრულწლოვანთათვის განათლებისა და რეაბილიტაციის მოქნილი მექანიზმის შექმნას გულისხმობს. კონფერენცია სახელწოდებით „ახალი მიდგომები ბრალდებულ არასრულწლოვნებთან მიმართებაში გაიაზრე შეცდომა – დაიწყე თავიდან“ პენიტენციურ სისტემაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების განხილვას დაეთმო. შეხვედრა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ გახსნა. „სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში სულ უფრო ნაკლებად გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა და დღეს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება იმისათვის, რომ ბრალდებულ არასრულწლოვნებს ხელი შევუწყოთ განაგრძონ სწავლა და მაქსიმალურად შეძლონ თავიანთი თავის რეაბილიტაცია“,- აღნიშნა კალმახელიძემ. რეფორმის ფარგლებში აქცენტი კეთდება ფსიქო-რეაბილიტაციაზე, ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფაზე, პროფესიული კურსებისა და სპორტული აქტივობების შეთავაზებაზე. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts