Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ხვალიდან, 20 ლარიანი ენერგოვაუჩერების გაცემა დაიწყება


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/vaucherebi-94895-300x225.jpgხვალიდან,  საქართველოს მასშტაბით,  20 ლარიანი ენერგოვაუჩერების გაცემა დაიწყება.

 

ამის შესახებ განცხადება, პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და  ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

პრემიერ მინსიტრის განცხადებით,  20 ლარიან ენერგოვაუჩერს ერთი თვის განმავლობაში 1 მლნ. 200 ათასი ოჯახი მიიღებს.

 

მისივე თქმით, ვაჩერისთვის თანხა 25 მლნ. ლარი  პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.

 

„დიდთოვლობამ დიდი პრობლემები შეუქმნა ჩვენს მოსახლეობას , სიცივის შესაბამისად მოსახლეობას გაეზარდა ხარჯები, ამიტომ პრეზიდენტის დავალებით შევიმუშავეთ ენერგოვაუჩერის პროგრამა. ეს არის 20 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც შარშანდელის ანალოგია. ჩვენ ვითვალისწინებთ ზამთრის განმავლობაში გაზრდილ ხარჯებს და ამიტომაც შევიმუშავეთ ეს პროგრამა,“- განაცხდა გილაურმა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ვაუჩერის დარიგების წესი არ იცველბა და გასული წლის მსგავსი იქნება.

 

„ენერგოვაუჩერის დარიგება ჯანდაცვისა და სოციალირი უზრუნველყოფის  სამინისტროს მეთვალყირეობის ქვეშ მოხდება და მას კარდაკარ დაარიგებენ,“- არნიშნა პრემიერმა.

 

ანდრია ურუშაძის განცხადებით კი, ყველა ოჯახს ექნება საშუალება თავისი ვაუჩერი დაუთმოს სხვა უფრო გაჭირვებულ ოჯახს, რაც  სოლიდარობის კარგი მაგალითი იქნება.

 

ცნობისთვის, მოქალაქეები ვაუჩერთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების გასარკვევად უნდა დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს ცხელი ხაზზე: 2-51-00 -33.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...