planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/th.php_2-300x225.jpg“ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანის, დეპუტატ ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” კონტროლის პალატის ეჭვებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები აქვს, 95.848 ლარს სახელმწიფო ბიუჯეტში მაინც გადარიცხავს. როგორც ჟურნალისტებს მელიქიშვილმა განუცხდა, კონტროლის პალატის ეჭვებთან დაკავშირებით, პარტიაში შიდა პარტიული დისკუსია გაიმართა და გადაწყდა, რომ კონტროლის პალატასთან დავაში არ შევიდნენ და პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა – 95.848 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხონ. აღსანიშნავია, რომ ზურაბ მელიქიშვილმა კონკრეტული ფიზიკური პირები, რომელთა გადარიცხვებთან დაკავშირებითაც გამოთქვა ეჭვი კონტროლის პალატამ არ დააკონკრეტა და დასძინა, რომ ჟურნალისტებს ამ საკითხის გარკვევა კონტროლის პალატაში შეუძლიათ. შეგახსენებთ, რომ კონტორლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნათია მოგელაძემ დღეს განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წლიური საფინანსო დეკლარაცია, აუდიტის დასკვნასთან ერთად კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა წარმოდგენილი, თუმცა ფიზიკური პირთა მიერ განხორციელებული შემოწირულობის შესწავლის შედეგად კონტროლის პალატას აქვს ვარაუდი, რომ შემოწირულობა განხორციელებულია ერთი შემომწირველის ორგანიზებით, რამდენიმე პირის გამოყენების გზით; კერძოდ, რეალურად შემოწირულობის წყარო არის ერთი პირი, თუმცა შემოწირული თანხები გადანაწილებულია სხვადასხვა პირებზე.მოგელაძის თქმით, კონტროლის პალატამ “ნაციონალურ მოძრაობას” წინადადებით მიმართა, რომ “კანონის სულისკვეთებისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე”, მათ მიერ პრობლემურად მიჩნეული შემოწირულობა 95 888 ლარის ოდენობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხოს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts