planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-14.jpgსაქართველოს რეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში აისაფის ოპერაციაში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებს შეხვდა. პრეზიდენტი ჰელმანდის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად გაემგზავრა, ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და ხუთ ჯარისკაცს უწყებრივი ჯილდოები გადასცა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხდა, მისთვის დიდი პატივია ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ბაზაზე ქართველ სამხედროებთან შეხვედრა. „საქართველოს ყოველთვის ყავდა საუკუნეების განმავლობაში გამოჩენილი ოფიცრები და ისინი არა მარტო საქართველოს დასაცავად, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დასაცავადაც იბრძოდნენ. ის რომ პოლონეთი გადაურჩა ბოლშევიკურ ანექსიას 1920-იან წლებში ეს იყო პირდაპირი დამსახურება პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველებისა. ქართველები მეთურობდნენ ოსმელეთის, სპარსეთის, რუსეთის არმიებს და ჩვენ გვყავდა გენერალი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერ აშშ-ს არმიას მეთაურობდა, ეს იყო გენერალი შალიკაშვილი. აქაც კი ავღანეთის მიწაზე არა მარტო ამ და წინა საუკუნეებში, არამედ შუა საუკუნეებშიც ცხოვრობდნენ ქართველები, რომლებიც რუსული ოკუპაციის დროს ითვლებოდნენ ყველაზე ძლიერ მებრძოლებად,“- განაცხდა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ქართველები ყოველთვის იყვნენ მებრძული ხალხი, „თუმცა განსხვავება ისაა, რომ მაშინ ჩვენ არ გვქონდა სრულყოფილი სახელმწიფო და არ გვქონდა ჩვენი კუთვნილი ადგილი მსოფლიო რუკაზე, ამიტომ ჩვენ მაშინ განწირულები ვიყავით. დღეს კი, თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს და რასაც აკეთებთ კეთდება თქვენი სამშობლოსთვის, მისი გაძლიერებისთვის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის,“- განაცხდა სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტმა სამხედრო ბაზაზე 2 საათზე მეტხანს დაჰყო და ბაზა დაათვალიერა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts