Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით მომავალ კვირაში გამოვა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/download-24.jpgსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით მომავალ კვირაში გამოვა.

 

როგორც პარლამენტის ბიუროს  სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ განაცხადა, პრეზიდენტის გადატვირთული  გრაფიკის გამო, მისი პარლამენტში გამოსვლის კონკრეტული თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.

 

„ამ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები გაგრძელდება და  სავარაუდოდ, პრეზიდენტი პარლამენტში 27 თებერვლის კვირაში მოვა”,- განაცხადა ბაქრაძემ.

 

პარლამენტის რეგლამენტის 194-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

 

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ კი, იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.

 

პარლამენტში, პრეზიდენტის შარშანდელი გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში, პარლამენტს რეზოლუცია არ მიუღია.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...