Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ქართული ოცნება” კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკანონოს უწოდებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/qartuliocnebalogo1-300x1931.jpgსაზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“   საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლის, ნათია მოგელაძის მიერ „ქართული ოცნების“ მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადებას უკანონოს უწოდებს.

 

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატას განცხადებით მიმართავს.

 

აღნიშნულ დოკუმენტს „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

 

„საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლის ნათია მოგელაძის მიერ გავრცელებულ მორიგ უკანონო განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის,“ ისე „პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება შესწიროს თანხა თუ სხვა ნებისმიერი ქონება მისთვის სასურველ საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

 

ამ მოქმედების განხორციელებისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს „ქართული ოცნება“, როგორც შემოწირულობის მიმღები პირი, მონიტორინგის სუბიექტად იქნება გამოცხადებული თუ არა. საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ, რომ კონტროლის პალატის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მონიტორინგის სუბიექტად გამოცხადების შესახებ უკანონოა და ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს გაიმართება.

 

„პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით ფიზიკურ პირს ერთი კალენდარული წლის განმავლობაში შემოწირულობის განხორციელებისთვის მხოლოდ რაოდენობრივი შეზღუდვა დაუწესდა. ახალი მოთხოვნის მიხედვით, მონიტრინგის სუბიექტად გამოცხადებულ ან რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან დაკავშირებულ პირს ფიზიკურმა პირმა არ შეიძლება ჯამში 60 ათას ლარზე მეტი შესწიროს. საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ხუციშვილი მაღალკვალიფიციური მუშაკია და მისი თვიური ხელფასი სხავადასხვა საწარმოში 5000 ლარს შეადგენს, მას აქვს კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავალიც.

 

ნუგზარ ხუციშვილი 2012 წლის 6 თებერვალს კომპანიისგან პრემიის სახით მიიღო 40 ათასი ლარი, რაც, ფაქტობრივად, მისი რამდენიმე თვის ხელფასის ეკვივალენტია და არა რამდენიმე წლის ხელფასი, როგორც ამას კონტროლის პალატა ავრცელებს. ნუგზარ ხუციშვილმა შემოწირულობის სახით საზოგადოებრივ მოძრაობა “ქართულ ოცნებას” 20 ათასი ლარი შესწირა, რაც მისი კანონიერი უფლებაა. სახეზეა არა კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა, არამედ კანონით ნებადართული მოქმედების განხორციელება.

 

შესაბამისად, კონტროლის პალატის მუქარანარევი მოწოდება უკანონოა და აკრძალვებს უწესებს უკვე ფიზიკურ პირებს. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ არ აპირებს შეასრულოს კონტროლის პალატის მორიგი უკანონო მოწოდება და ითხოვს, დაჩქარებული წესით მოხდეს 2012 წლის 6 თებერვლის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, რათა საზოგადოება დარწმუნდეს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან უფლებამოსილების მიტაცებში და, ამჯერად უკვე, ფიზიკური პირებისთვის სრულიად უკანონო აკრძალვის დაწესებაში“,-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...