planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/images9.jpg„თავისუფალი დემოკრატები“ მათ მხარდამჭერებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. როგორც პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველები განასკუთრებით აქტიურობენ შიდა ქართლში. ბოლო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით, გორის, ქარელის და ხაშურის რაიონებში საჯარო სამსახურიდან 11 მოქალაქე გაათავისუფლეს.„პოლიციიის თანამშრომლები პირადად აშინებენ მოქალაქეებს და მონაწილეობენ პროვოკაციების დაგეგმვაში. პოლიციის მხრიდან „გაფრთხილების“ მიუხედავად თავისუფალი დემოკრატების გორის რაიონის სოფელ მერეთის კოორდინატორმა გოდერძი მახარშვილმა პარტია არ დატოვა, რასაც მისი შვილის ელგუჯა მახარაშვილისა და მისი ორი მეგობრის დაკავება მოჰყვა“,-ნათქვამია განცხადებაში. „თავისუფალი დემოკრატების“ ცნობითვე, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები ამჯერად, კახა გოგოლაშვილისგან მოითხოვენ პარტიის დატოვებას. იგი გორის რაიონული ორგანიზაციის ატიური წევრია.პარტიის წევრები მოუწოდებენ სამართალდამცველებს შესრულონ მათი უპირველესი მოვალეობა – დაიცვან კანონი და არა მმართველი პარტიის ინტერესები.ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს აქტიურად ჩაერთოს და დროულად მოახდინოს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე ზეწოლის ფატებზე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts