Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - კულტურული მემკვიდრეობების დაცვის შესახებ საქართველოს პოზიციას თურქული მხარე ჯერჯერობით არ იზიარებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Turkish_Flag_by_Kaisoil-225x300.jpgკულტურული მემკვიდრეობების დაცვის შესახებ საქართველოს პოზიციას თურქული მხარე ჯერჯერობით არ იზიარებს.

 

ამის შესახებ განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

 

მისი თქმით, წელიწადზე მეტია, ორ სახელმწიფოს შორის ამ დოკუმენტზე მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე ვარიანტი უკვე შემუშავებულია.

 

„ ეს ის საკითხია, რაზეც საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა, იმდენად, რამდენადაც ჩვენ ჩვენი პოზიცია გაგვაჩნია, რომელსაც თურქული მხარე ჯერჯერობით არ იზიარებს და პირიქით. ეს სამუშაო პროცესია. ჩვენ აქტიური და კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს თურქულ მხარესთან და ვიმედოვნებთ, რომ კონსესუსს მივაღწევთ. თუმცა, ამ ეტაპისთვის შეთანხმება არ არის მიღწეული და შესაბამისად, დოკუმენტი ხელმოწერილი არ არის”, -’განაცხადა კალანდაძემ.

 

კალანდაძის განცხადებითვე, ტექსტზე მუშაობა გრძელდება და გამორიცხული არ არის, მასში ცვლილებები შევიდეს.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...