planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60034.jpgვალერი გელბახიანის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა. გიორგი თარგამაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია მზად არის დაკავებულს თავდებად დაუდგეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება დედის ავადმყოფობის გამო მიიღო. თარგამაძის ინფორმაციითვე, ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკავშირება ვალერი გელბახიანის შვილთან ირაკლი გელბახიანთან. მისივე განმარტებით, ამ დრომდე სამართალდამცველ სტრუქტურებს არანაირი პრეტენზია გელბახიანის ვაჟთან არ ჰქონიათ და არც იძებნებოდა. `ეს არის საქართველოს ხელისუფლების მუხანათობა, მისი არაჰუმანური სახის მორიგი გამოვლინება და არაკანონიერი მოქმედება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოში მივაღწიოთ მისი თავდებით გათავისუფლებას, რომ მას სწრაფად მიეცეს საშუალება მოინახულოს ოჯახი და მძიმე ავადმყოფი დედა,`- განაცხადა თარგამაძემ. იგი მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვალერი გელბახიანი, რადგან ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა საბოლოოდ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts