planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60038.jpgსოხუმის პორტში დატყვევებული გემის მფლობელები დღეს თურქეთში საქართველოს საკონსულოში არიან დაბარებული. დღესვე ქართული დიპლომატიური მისიის წევრები თურქეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდებიან. არ არის გამორიცხული, გემზე მყოფი ქართველი მეზღვაურები უახლოეს დღეებში დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი `ჰაკი ეჰილი-ოღლუ`ერთი წელია უკვე სოხუმის პორტში დგას. ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა ტვირთმზიდი საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. გემთან ერთად დაპატიმრებულები არიან ეკიპაჟის წევრებიც, რომელთა შორის ოთხი ქართველი მეზღვაურია. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts