planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60041.jpgპრეზიდენტი ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი 31-ე ბატალიონთან შესახვედრად ავღანეთში გაემგზავრა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ჯარისკაცები ქვეყნის ყველაზე ცხელ წერტილში იბრძვიან, პრეზიდენტი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად მათ ჰელმანდის პროვინციაში, სამხედრო ბაზა შუკვანზე ესტუმრა. პრეზიდენტმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და მათ უწყებრივი ჯილდოები გადასცა. პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი სამხედროების მონაწილეობა ISAF-ის მისიაში არის უდიდესი მიღწევა და ეს კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ევროპულ ინტეგრაციასთან. `საქართველოს ყოველთვის ჰყავდა საუკუნეების განმავლობაში გამოჩენილი ოფიცრები, ჯარისკაცები. ეს არის ჩვენს სისხლში, ბრძოლა, ბრძოლისუნარიანობა, თავის გამოჩენა სამშობლოს დაცვა და სამშობლოს სახელის გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ფრონტებზე. ჩვენი ოფიცრები ტრადიციულად იყვნენ ძალიან ბევრი ცნობილი არმიის შემადგენლობაში,` განაცხადა პრეზიდენტმა და გაიხსენა ისტორიული ფაქტები ქართველი სამხედროების მოღვაწეობის შესახებ საზღვარგარეთ. პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთობლივი სპეცოპერაცია, რომელიც თალიბანის ერთ-ერთი დაჯგუფების განადგურებით დასრულდა. ეს ჯგუფი ბაზა შუკვანის მიმდებარე ტერიტორიას ნაღმავდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts