planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60043.jpgკონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის ჯგუფმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით კიდევ ბრიფინგი გამართა – საუბარი ძირითადად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და "ქართული ოცნების" ფინანსურ საქმიანობას ეხებოდა. კონტროლის პალატამ გაერთიანებების მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაციები შეამოწმა. მაკონტროლებელი უწყების ინფორმაციით, ნაციონალურ მოძრაობას წლიური ფინანსური დეკლარაცია კანონის სრული დაცვით აქვს წარდგრნილი, თუმცა ფინასური მონიტორინგის სამასახური გამოთქვამს ვარაუდს, რომ შემოწირულობას, რომელიც სხვადასხვა ფიზიკური პირის მიერ იყო გადარიცხული ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე, რეალურად ერთი შემომწირველი ჰყავდა, ამიტომ პრობლემატურ თანხად კონტროლის პალატა 95, 848 ლარს ასახელებს და მიმართავს პარტიას, ეს თანხა ბიუჯტეში გადარიცხოს. ნაცმოძრაობამ ამ წინადადებაზე მზადყოფნა უკვე გამოთქვა. კონტროლის პალატაში კომენტარი დაფინანსების უკანონოდ მიღების თემაზეც გაკეთდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ასეთი ფაქტი მოძრაობა `ქართულ ოცნებაში` რამდენიმე კვირის წინ მოხდა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის ერთ-ერთ თანამშრომელს უჩვეულოდ დიდი რაოდენობის პრემია - 40 ათასი ლარის ოდენობით ჩაერიცხა. ამ გადარიცხვიდან სამ დღეში კი 20 ათასი ლარი ქართულ ოცნებას გადაურიცხა. კონტროლის პალატა ვარაუდობს, რომ საქმე აქვს ფულის გადარიცხვის უკანონო სქემასთან და მიმრთავს ქართულ ოცნებას, რომ თანხა `ქართუ მშენებელის` თანამშრომელს უკან დაუბრუნოს. კონტოლის პალატის ამ განცხადებას დღეს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმურა ქართული ოცნება. ქართულ ოცნებაში კონტროლის პალატის მიერ შეთავაზებული წინადადების შესრულებას არ აპირებენ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts