planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60039.jpgირაკლი ცირეკიძეს სამთვიანი დისკვალიფიკაცია შეეხება - ოლიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონის დოპინგტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. შეცდომის თავიდან ასარიდებლად ტესტი ორჯერ, რამდენიმეთვიანი ინტერვალით ჩატარდა და ორივე შემთხვევაში შემოწმების შედეგად ცირეკიძის სისხლში აკრძალული ნივთიერების შემცველობა დადასტურდა. ცირეკიძის დისკვალიფიკაციის შესახებ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ქართულ მხარეს დღეს ოფიციალურად აცნობა. როგორც ირკვევა, ქართველ სპორტსმენს დოპინგი 2011 წლის დეკემბერში, ტოკიოში გამართული `გრანდ სლემის` ტურნირის შემდეგ აღმოუჩინეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი შემოწმებიდან ორი თვის შემდეგ გახდა ცნობილი. დისკვალიფიკაციის გარდა, ცირეკიძეს ტოკიოს გრანდ სლემზე მოგებული ბრინჯაოს მედალი და ოლიმპიური თამაშებისთვის საჭირო 120 სარეიტინგო ქულაც ჩამოერთმევა, რომელიც ამავე ტურნირზე მოიპოვა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts