sexi-bicola Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 ნინო ჭელიძემ სახელი პრეზიდენტის ფოტოების კოლექციონერობით გაითქვა. "ფეისბუქის" მის გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ორი ათასამდე ფოტოს ნახავთ. თუმცა მას მერე, რაც ბიძინა ივანიშვილის პირველ პრესკონფერენციასა და "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე გამოჩნდა, ხმა დაუგდეს, მიშას უღალატა და ივანიშვილის ფოტოების შეგროვება დაიწყოო. ნინო ფორუმზეც აქტიურობს და თავისი "ნიკით" ბევრს აკვირვებს... - ნინო, "ფეისბუქით" ცხოვრობ, როგორც გატყობ...- ეს ჩემი საქმეცაა. ზაფხულში გავაკეთე ბლოგი "მე რეპორტიორი". თავიდან ჩემი ჯიბიდან ვხარჯავდი ფულს ამ ბლოგისთვის, მერე "აირექსის" კონკურსში გავიმარჯვე, დამიფინანსეს პროექტი, რომ რეგიონებიდან მიმეღო ინფორმაცია და განმეთავსებინა ბლოგზე. დღეში მინიმუმ ცხრა საათი "ფეისბუქზე" ვარ. ტელევიზორს, ფაქტობრივად, არ ვუყურებ, ინტერნეტიდან ვიღებ ყველა ინფორმაციას. - მეგობრებიც ისეთი გყავს, ინფორმაციის მიღება არ გაგიჭირდება. ოპოზიციის ლიდერებთანაც მეგობრობ...- ნორმალური ურთიერთობა მაქვს დავით ზურაბიშვილთან. ჩემი საყვარელი მეგობარია პაატა ზაქარეიშვილი. - და პარალელურად პრეზიდენტის ფოტოებს აგროვებ...- არა, მიშას ფოტოების შესაგროვებლად აღარ მცალია, არადა, ამით გავითქვი სახელი. ეს უფრო აინტერესებს ხალხს, ვიდრე ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მერე დავიწყე სადარბაზოს შესასვლელების ფოტოების გადაღება და შეგროვება. ზაფხულში ჩამოვიარე ვორონცოვზე და უძველესი სადარბაზოების შესასვლელებს ვიღებდი. აღმოვაჩინე, რომ ესეც ჰობიდ მექცა. ზოგი ისეთი კარი გადავიღე, რომელიც, ზუსტად ვიცი, რამდენიმე წელსაც ვეღარ გაძლებს. გული მწყდება, რომ არ უვლიან. უნიკალურ ჩუქურთმებსაც წავაწყდი. - ხმა გავრცელდა, ბიძინა ივანიშვილის ფოტოების შეგროვება დაიწყოო...- არა, ეგ ტყუილია. ჩემამდეც მოვიდა ეს ინფორმაცია, მაგრამ არ არის მართალი, ჭორებს მივრცელებენ. - ისიც ჭორია, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე იყავი?- კი, ვიყავი. დავუკავშირდი ირაკლი ტრიპოლსკის, ავუხსენი, რომ ჟურნალისტი არ ვარ და იქ ყოფნა და ფოტომასალა ჩემი ბლოგისთვის მჭირდებოდა. გავიარე აკრედიტაცია და პირველ პრესკონფერენციაზე მივედი. სხვათა შორის, ყველაზე კითხვადი აღმოჩნდა ის შთაბეჭდილებები, რომელიც დავწერე. 22 საათში ხუთი ათასმა ადამიანმა წაიკითხა. მას მერე "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზეც ვიყავი. კარგ ადგილას აღმოვჩნდი, ბერას გადავუღე ფოტოები, რომლებიც დღემდე მოსწონთ მის ფანებს. - ამასობაში პოლიტიკური შეხედულება ხომ არ შეგეცვალა?- არა, მაისის აქციებზეც დავდიოდი, სოლიდარობის აქციებზე ვიარე, მაგრამ პოლიტიკური შეხედულების გამო არ მივსულვარ. უბრალოდ, განსხვავებულ კადრებს ვეძებდი. მაგალითად, გადავიღე ძალიან საყვარელი ბებო წითლებში, წითელი ბერეტით. - უიტნის გარდაცვალებას უცნაური პოსტით გამოეხმაურე...- აა, "ლარ-ლარი გადმომაწოდეთ ვენოკისთვისო", რომ ვწერდი? ჰო, ძალიან უცნაურია, რომ მთავარი საინფორმაციო გამოშვებები 10-წუთიან სიუჟეტებს უძღვნიდნენ ამ ამბავს. ველოდებოდი, მალე იტყოდნენ, ბებია ქართველი ჰყავდაო. ლოგიკური შეკითხვა გამიჩნდა, წლების მერე ნანი ბრეგვაძესაც ასე დაიტირებთ-მეთქი და ეს ხმამაღლა ვთქვი. - სამსახურს ეძებ, გავიგე...- სამსახური მაქვს ბლოგის სახით, მაგრამ მინდა კიდევ დამატებითი სამუშაო, იმიტომ, რომ ოჯახში ერთადერთი შემომტანი ახლა მე ვარ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბებო და ორი ძაღლი. მთელი ცხოვრება გინახავენ, გაჭმევენ, გასწავლიან. მერე დგება დრო, როცა ოჯახს უჭირს და პასუხისმგებლობა შენც უნდა აიღო საკუთარ თავზე, ორი პური მაინც უნდა იყიდო და მიიტანო ოჯახში. - ამას წინათ შენს ერთ-ერთ პოსტს ვკითხულობდი, როგორ რეცხავდა მამა ჭურჭელს და როგორ წუწუნებდა იმაზე, რომ ამდენი ქალი ჰყავს სახლში და ამ საქმის კეთება მას უწევს. პურის შეტანას, არ ჯობდა, ჭურჭელი დაგერეცხა? - (იღიმება) მამაჩემი იშვიათი კაცია, არასდროს მდგარა "ბირჟაზე", არ სვამს და მთელი ცხოვრება შრომობს. როცა მარტო დედა მუშაობდა ოჯახში და მთელი ოჯახი მის ხელფასზე ვიყავით დამოკიდებული, მამა მაჭმევდა, გაკვეთილებს მასწავლიდა, სადილს მიმზადებდა, გრძელი თმა მქონდა და ნაწნავებს მიკეთებდა. - და ამიტომ უნდა არეცხინო ახლა ჭურჭელი?- მახსოვს, ჩემთვის სწავლის ფული რომ გადაეხადა, მამამ არ იყიდა ფეხსაცმელი, გამოჭრა მუყაო, ჩააფინა გახვრეტილ ფეხსაცმელში და ასე დადიოდა, ამ ყველაფრის მერე მივხვდი, რომ მეც უნდა გადავუხადო ამაგი. აღმოვაჩინე, რომ რაღაც ყავა უყვარს მამაჩემს, რომელიც საკმაოდ ძვირი, 5 ლარი ღირს. 2-3-ჯერ ვიყიდე და მივიტანე. ამიტომაც მინდა კიდევ ერთი სამსახური, რომ ჩემი შემოსავალი ოჯახს მოვახმარო. ახლა ამას წაიკითხავენ ჩემი მშობლები და თვალზე ცრემლი მოადგებათ, ეს რა შვილი გაგვიზრდიაო (იცინის), მაგრამ არ ვხუმრობ, მართლა ასე ვფიქრობ. - შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?- არაფერი, რამე რომ ხდებოდეს, ვალენტინობა დღეს თქვენთან რედაქციაში რა მინდა (იცინის). - "სექსი ბიცოლას" ნიკით ხარ ფორუმზე, რატომ?- ეს იდეა ტრანსპორტში გაჩნდა. ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში ამოვიდა ფუმფულა, დაახლოებით 50 წლის ქალი. გვერდულად გაიარა, მაგრამ მაინც მოახერხა და ცალი გვერდი წამაცალა, ლამის უკანალი დამადო ზედ. ასეთი ქალები, ანუ ასაკიანი დეიდები, მამიდები და ბიცოლები სექსუალურები არ არიან. ანუ, ასაკში რომ შედიან, თავს აღარ უვლიან. ეს ჩემი შავი იუმორია. ბიცოლა სექსუალური ვერ წარმომიდგენია და ამიტომაც დავირქვი ეს სახელი. ნინო მჭედლიშვილიჟურნალი "რეიტინგი"(გამოდის ორშაბათობით) წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/48463-rogor-mokhvda-qseqsi-bicolaq-bidzina-ivanishvilis-preskonferenciaze.html#ixzz1n1hUUhqY Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 - ამასობაში პოლიტიკური შეხედულება ხომ არ შეგეცვალა? ერთი ნაცნობი მყავს: ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერდა მხარს: კომუნისტები, გამსახურდია, შევარდნაძე. ახლა მიშას მომხრეა და აპირებს ბიძინას მომხრე გახდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 რა კარგი ქართული სიტყვაა "დედაკაცი" ზვიადის დროს გამასხენდა ეგ სიტყვა, მერე დავიწყებული მქონდა, და მიშას დროს ისევ მომაგონდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sexi-bicola Posted February 20, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 ერთი ნაცნობი მყავს: ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერდა მხარს: კომუნისტები, გამსახურდია, შევარდნაძე. ახლა მიშას მომხრეა და აპირებს ბიძინას მომხრე გახდეს. მაქედან თუ რამე სარგებელს იღებს მაშინ ყველაზე ჭკვიანი ყოფილა :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 რა დღეში ხარ დედაკაცო???!!! :nekro: ძაან პოპულარული გახდი ბიცო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 laciძაან პოპულარული გახდი ბიცო. "ჭკვიანია" "სარგებელი" იშოვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sexi-bicola Posted February 20, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 laciძაან პოპულარული გახდი ბიცო. "ჭკვიანია" "სარგებელი" იშოვა აუ შე სუფთა ფორუმელი რე-ვერა ხარ რააა :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 sexi-bicolaბიცოლ, ამ თემას რა დატვირთვა აქვს?შენს თავს გვაცნობ, თუ პოპულიზმი მოგეძალა? :nekro: kisa"ჭკვიანია" "სარგებელი" იშოვა ცდილობს, რა ქნას.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 sexi-bicolaმერე დავიწყე სადარბაზოს შესასვლელების ფოტოების გადაღება ხოდა ქალბატონო ბიცოლა დაანებეთ თავი პოლიტიკას,არაა მაგი თქვენი საქმე,მშვენიერი რამე გიპოვიათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sexi-bicola Posted February 20, 2012 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 sexi-bicolaბიცოლ, ამ თემას რა დატვირთვა აქვს?შენს თავს გვაცნობ, თუ პოპულიზმი მოგეძალა? :nekro: kisa"ჭკვიანია" "სარგებელი" იშოვა ცდილობს, რა ქნას.. იქ ბანი მედო და რა მექნა სადღაც ხო უნდა მეპოსტა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 sexi-bicolaმაქედან თუ რამე სარგებელს იღებს მაშინ ყველაზე ჭკვიანი ყოფილა სულ რაღაცის დირექტორია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 იქ ბანი მედო და რა მექნა სადღაც ხო უნდა მეპოსტააქ სალხინებელია . :nekro: პოსტე,პოსტე,ექშეი მოგვაკლდა და Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 sexi-bicolaაუ შე სუფთა ფორუმელი რე-ვერა ხარ რააა რე-ვერა არ ვიცი რას ნიშნავს ( იმედია სალანძღავი არაფერია) მიდი გააგრძელე ლუკმა პურის შოვნაშრომა არაა საძრახისი საქმე :nekro: იქ ბანი მედო და რა მექნა სადღაც ხო უნდა მეპოსტა რა იყო?ბლოგზეც ბანი გედო, თუ გრაფომანია გჭირს, დაგესვენა ცოტა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 sexi-bicolaესენი შენზე მაგარი ფოტოგრაფები არიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 რას გიშვრება კი არა და...რა გიქნა უკვე ამ სააკაშვილმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.