Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ცხინვალში პრეზიდენტობისთვის 19 კანდიდატი იბრძოლებს


Recommended Posts

</p>/get_img?ImageId=6414

 

 

 

ცხინვალის რეგიონში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ,  პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით პრეზიდენტობისთვის 19 კანდიდატი იბრძოლებს. “დოკუმენტების მიღება გუშინ 6 საათზე დასრულდა, წინასაარჩევნო კამპანიას 19 კანდიდატი გააგრძელებს”– განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა ირინა გასიევამ.

 

მისი სიტყვებითვე, კანდიდატთა უმრავლესობის შემთხვევაში დასამტკიცებელია ამომრჩეველთა ხელმოწერების აუთენტურობა. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ოფიციალურ ენაში,  ოსურსა და რუსულში გამოცდა უნდა ჩააბარონ და წარადგინონ დეკლარაცია და გადასახადების შესახებ დოკუმენტები.

 

არაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გააგრძელებს ცხინვალის  ტრანსპორტის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მორის სანაკოევი, სასამართლოს წარმომადგენელი სერგეი ბიტიევი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში დიმიტრი მედოევი, პარლამენტის ექს დეპუტატები სერგეი ზასეევი და ვლადიმერ ქელეხსაევი, მეწარმე ოლეგ კოზაევი, უსაფრთხოების კომიტეტეის ყოფილი თავმჯდომარე ლეონიდ ტიბილოვი, კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი, დზაუსკოს ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე რუსლან ბაგაევი, ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელი ინალ ძუკაევი, სადაზღვეო კომპანიის  “Югосетсоцстрах" დირექტორი  ფელიქს ბიტაევი, მეწარმე რუსტემ ჯიოევი, პარლამენტში პრეზიდენტის ყოფილი წარმომადგენელი ტარზან კოკოითი, ავღანეათის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე მურატ გუჩმაზოვი, ადამიანთა უფლებების კომისარი დავით სანაკოევი, უშიშროების სამსახურის თანამშრომელი სერგეი პლიევი, დზაუსკოს რაიონის ყოვილი თავმჯდომარე პაველ კუმარიტოვი და ბიზნესმენი ანატოლი ჯიოევი.

 

17 თებერვალს პრეზიდენტობის პოსტისთვის ბრძოლაზე უარი თქვა ინფორმაციისა და მასკომუნიკაციების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი კაბისოვმა. უფრო ადრე კი ბრძოლაზე გამოეთიშნენ სავაჭრო პალატის უფროსი როინ კოზაევი, ვიცე სპიკერი იური დზიცოიტი.

 

საბოლოოს სიას ცენტრალური საარჩევნო კომისია 29 თებერვალს გამოაქვეყნებს.  განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები კი 25 მარტს გაიმართება.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...