planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 /get_img?ImageId=6415 ვალერი გელბახიანი სამართალდაცავებმა ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრი ავრცელებს. სამინისტროს ცნობით ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. გავრეცელებული ცნობებით ამ პერიოდში ის რუსეთში იმყოფებოდა. გელბახიანი წუხელ სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავეს. გელბახიანისთვის წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს შეთქმულება ან ამბოხი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, ამ მუხლის პირველი ნაწილი " შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად". დანსაული ჩადენილი ამ მუხლით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts