Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ისტორიული ძეგლების აღდგენაზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა


Recommended Posts

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ისტორიული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით ქართულ და თურქულ მხარეებს შორის არსებობს სამუშაო დოკუმენტი. თუმცა, ხელი ჯერ არ არის მოწერილი საერთო დოკუმენტზე.

 

“სამუშაო დოკუმენტი დიდი ხანია არსებობს, თუ არ ვცდები წელიწადზე მეტია უკვე თურქეთსა და საქართველოს შორის ამ დოკუმენტზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რამდენიმე ვარიანტი შემუშავდა, როგორც ქართული მხარის, ასევე თურქული მხარის მიერ მოწოდებული წინადადებების გათვალისწინებით.

 

ეს ის საკითხია, რომელზეც ჯერ საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, იმდენად რამდენადაც ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს, რომელსაც ჯერ–ჯერობით თურქული მხარე ბოლომდე არ იზიარებს. იცით ეს სამუშაო პროცესია. ცალსახად გადაწყვეტილია, რომ ქართულ მხარეს დიდი ინტერესი აქვს, იმდენად რამდენადაც გრძნობს ისტორიულ ვალდებულებას კულტურის ძეგლების დაცვასთან მიმართებაში,” – განაცხადა დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძემ.

 

მისივე თქმით, ქართულ მხარეს აქტიური და კონსტრუქტიული ურთიერთობა აქვს ამ საკითხზე თურქულ მხარესთან. მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს, რომ შესწორებები შევიდეს ტექსტში. თუმცა რა, ეს არ კონკრეტდება.

 

“იქიდან გამომდინარე რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ტექსტზე მუშაობა გრძელდება და არ გამოვრიცხავ, რომ შესწორებები შევიდეს,” – განაცხადა კალანდაძემ.

 

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს თურქეთში ვიზიტად მყოფ ნიკოლოზ რურუასა და მის კოლეგა ერთურულ გუნაის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება შედგა კულტურული თანამშრომლობის შესახებ. ამ შეთანხმებით, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, იშხანისა და ოშკის, რესტავრაციის სანაცვლოდ თურქეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული თურქული კულტურული ძეგლების რესტავრაციას დაიწყებს.

 

თუმცა, მაშინ კულტურის სამინისტრომ დაადასტურა, რომ აღნიშნულის შესახებ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა.

 

"თურქულ და ქართულ მხარეებს შორის ჯერჯერობით ხელშეკრულება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენებასა და ახალციხის მეჩეთის რესტავრაციასთან დაკავშირებით გაფორმებული არ არის. ეს მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმებაა,”  – განუცხადეს "ნეტგაზეთს" კულტურის სამინისტროში.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...