planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 კიკვიძის ბაღში შემოსაზღვრული ტერიტორიის ნაწილი გაიჩეხა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს ხეების მოჭრა სავარაუდოდ გვიან ღამით ან დილით ადრე დაიწყო, რომ ხალხს ფაქტზე რეაგირება ვერ მოეხდინა. მოჭრილია დაახლოებით 10–მდე მრავალწლიანი ნაძვი, მას შემდეგ რაც ტერიტორიაზე მოსახლეობა მივიდა ხეების ჭრა შეჩერდა. როგორც “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” წევრი, ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს მუშებმა ვერანაირი ნებართვა ვერ წარმოადგინეს: “მოსახლეობამ შეგვატყობინა რომ ხეები იჩეხებოდა, შეძლებისდაგვარად სწრაფად მოვედით, მაშინვე ვთხოვეთ მუშებს ეჩვენებინათ ნებართვა თუ რის საფუძველზე ხორციელდებოდა სამუშაოები თუმცა ვერ შეძლეს, ხეების ჭრა მიატოვეს და გაიქცნენ”, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი. ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით ისინი აუცილებლად მიმართავენ სასამართლოს. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts