planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Kalandadze-2-300x1992.jpgსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურის წარდგენა ჩვეულებრივ როტაციულ ციკლს წარმოადგენს. ამის შესახებ განაცხდაება, ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე გააკეთა. კალანდაძის თქმით, ელჩის ახალი კანდიდატურის დამტკიცება აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მოხდება. შემდეგ, ოფიციალური მომართვა ქართულ მახრეს გადმოეგზავნება და ქართული მხარის მხრიდან აგრიმანის მიღების შემდეგ შეერთებული შტატების ახალი ელჩი თავის საქმიანობას შეუდგება. მისივე თქმით, მოქმედ ელჩს, ჯონ ბასს როტაციის ვადა ზაფხულამდე არ ეწურება და შესაბამისად, მანამდე არავითარი ცვლილებება არ მოხდება. “მას ამოეწურება თავისი საროტაციო ვადა და შემდგომ ახალი ელჩი, რომლის კანდიდატურის განხილვაც შესაბამის საკანონმდებლო ორგანოში მოხდება, თავის საქმიანობას შეუდგება “, – განაცხდა ნინო კალანდაძე.როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა.თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.რიჩარდ ნორლანდი 57 წლისაა და იგი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელი – საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა.ნორლანდი 2007-2010 წლებში იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში. ასევე, იგისხვადასხვა წელს მუშაობდა ავღანეთში, ლატვიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, რუსეთსა და ბაჰრეინში.რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესშიც მონაწილეობდა. ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ორი წლის განმავლობაში ის უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს თანამდებობაზე მუშაობის ვადამიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება. იგი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts