planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Saakashvili-300x1991.jpgსაქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში წლიური ანგარიშით გამოსვლის დეტალებს, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შეათანხმებენ. დღევანდელ სხდომაზევე გახდება ცნობილი, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის კონკრეტული თარიღი და გაირკვევა, შედგება თუ არა დებატები. პარლამენტის რეგლამენტის 194-ე მუხლის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ცხადდება ორსაათიანი შესვენება. შესვენების შემდეგ კი, იწყება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია. პარლამენტში, პრეზიდენტის შარშანდელი გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებში, პარლამენტს რეზოლუცია არ მიუღია. მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში სავარაუდოდ 28 თებერვლისთვის მივა.პარლამენტის ბიუროს დღევანდელი სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts