planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/embassy.jpgაშშ-ს საელჩოში, საქართველოში ელჩის შეცვლასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. როგორც სალჩოს პრესსამსახურში განმარტავენ, აშშ-ს ელჩის შეცვლა ჩვეულებრივი როტაციაა. “ელჩები სამ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. ჯონ ბასი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩია 2009 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან. მისი წინამორბედი ჯონ ტეფტი საქართველოდან 2009 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში წავიდა. ამდენად, ბასის მისიას სამი წელი სექტემბერში შესრულდება, მისი წასვლის შემდეგ, კი ახალი ელჩი ჩამოვა,“- განმარტავენ საელჩოში. მათივე ინფორმაციით, ჯონ ბასმა საქართველო შესაძლოა, აგვისტოში ან სექტემბერში დატოვოს.როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის კანდიდატურა დაასახელა.თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ოფიციალური განცხადების თანახმად, აშშ-ს ელჩს ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი შეცვლის.რიჩარდ ნორლანდი 57 წლისაა და იგი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის თანამშრომელი – საერთაშორისო საქმეთა მრჩევლის მოადგილეა.ნორლანდი 2007-2010 წლებში იყო აშშ-ის ელჩი უზბეკეთში. ასევე, იგისხვადასხვა წელს მუშაობდა ავღანეთში, ლატვიაში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, რუსეთსა და ბაჰრეინში.რიჩარდ ნორლანდი 1993 წელს საქართველოში სამშვიდობო პროცესშიც მონაწილეობდა. ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ორი წლის განმავლობაში ის უშიშროების საბჭოს ევროპულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.მის კანდიდატურას, საქართველოში აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე, კონგრესმენები განხილვის შემდეგ დაამტკიცებენ.აშშ-ის ელჩს საქართველოში, ჯონ ბასს თანამდებობაზე მუშაობის ვადამიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურება. იგი საქართველოში აშშ-ის ელჩად 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts