planetanews Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60033.jpgშინაგან საქმეთა სამინისტრომ ვალერი გელბახიანი დააკავა. ძებნილი პოლიტიკოსი საქართველო-სომხეთის საზღვარზე 2012 წლის 20 თებერვალს 4-წლიანი ძებნის შემდეგ აიყვანეს. გელბახიანი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში 2008 წლის 22 იანვარს იქნა მიცემული. გელბახიანი ხელისუფლების დამხობის მცდელობისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს და აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება შეეფარდა. ძებნილად კი ის 2008 წლის 4 თებერვალს გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება დაკავებასთან დაკავშირებით. განცხადებაში გელბახიანის საქმის დეტალებზეა საუბარი. გამოძიების ინფორმაციით, ვალერიან გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა შეთქმულების გზით ხელისუფლების დამხობის გეგმა, რომლის მიხედვით, ორგანიზებულ ჯგუფებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არჩევნების ჩაშლის მიზნით ძალადობრივი პროვოკაციების მეშვეობით უნდა გამოეყვანათ თითქოსდა უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში და დაწყებულიყო მასობრივი არეულობები. პარალელურად, დიდი ოდენობით თანხის შეთავაზების გზით, იგეგმებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადმობირება და შინაგან საქმეთა მინისტრის დაკავება. ყველა აღნიშნული საკითხი შეთანხმებული იყო პრეზიდენტობის კანდიდატ არკადი პატარკაციშვილთან. 2007 წლის 23 დეკემბერს პატარკაციშვილის თანხმობით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ერეკლე კოდუა მას ლონდონში შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველოს ხელისუფლების დამხობის გეგმის დეტალები და ერეკლე კოდუას კონკრეტული დავალება შინაგან საქმეთა მინისტრის ნეიტრალიზების შესახებ. გეგმის მიხედვით, ამის სანაცვლოდ კოდუა ფინანსურ და პოლიტიკურ გარანტიებს მიიღებდა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 (edited) ერორი- ვალერი გელბახიანი დააკავეს თვითონ ჩაბარდაო. "კვირას მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბარებოდა სამართალდამცავ სტრუქტურებს. აქვს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, დიპლომატიური კორსპუსის აქტიურობის იმედი. ბოლოს ასე მითხრა, იმის იმედი მაინც მაქვს, რომ დედაჩემს ცოცხალს თუ არა, მკვდარს მანახებენო. გუშინ წამოვედით, დღეს დილით 10:00 საათზე უკვე საზღვარზე ვიყავით და თავის ნებით ჩაბარდა", - აღნიშნა ირკალი გელბახიანმა.ვალერი გელბახიანის ვაჟის თქმით, მას არანაირი პრობლემა სამართალდამცავ სტურქტურებთან არ ჰქონია. http://www.interpressnews.ge/ge/samartali/192889-valeri-gelbakhiani-gldanis-merve-sapyrobileshi-imyofeba.html Edited February 20, 2012 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 ძაბნილი თუ იყო არც ვიცოდი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 თუკიკვირას მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაბარებოდა სამართალდამცავ სტრუქტურებსდღეს დილით 10:00 საათზე უკვე საზღვარზე ვიყავით და თავის ნებით ჩაბარდამაშინ რაღატომაქვს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის აქტიურობის იმედინასედკების არჩევაც არ იციან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 DonCaredoნასედკების არჩევაც არ იციან სხვათაშორის მეც გამიელვა მაგ აზრმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 20, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2012 (edited) დედა ყავს ავად, ფაქტობრივად მომაკვდავი. ცდილობდა გარანტიების მიღებას, მაგრამ არ გამოუვიდა. პ.ს. ფაშისტებია ესენი Edited February 20, 2012 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაცი Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 ფული თუ აქვს გამოუშვებენ, მალხაზა გულიევი ხო გამოუშვეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 სასამართლოდან გაუნთავისუფლებიატ გელბახიანი..ეტყობა საპროცესო გარიგება გაფორმდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 http://geo.interpressnews.ge/ge/samartali/193042-valeri-gelbakhiani-giraothi-sasamarthlos-darbazidan-gaathavisufles.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 ეტყობა საპროცესო გარიგება გაფორმდა..გარიგება მისი ჩამოსვლის წინ, რამოდენიმე კვირით ადრე გაფორმდა. გააპიარებენ ეხლა მაგას, და როგორც ამ მთავრობისგან წამებულს, გაუშვებენ ოპოზიციის კანდიდატად საჩხერის რაიონში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 DonCaredoეჭვიც არ მეპარება შენს სიტყვებში. ეგ სახელმწიფო გადატრიალებისთვის იყო ხო ძებნილი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 ბაბუ გლიჯავ რა საწყალს... არ გამოუვიდა გარნატიების აღება ნასედკაა და ბოზი მაგი.მთელმა საქარტVელომ იცის.იმთავიდანვე ჭირივით მეზიზღება ეგ კაცი... ბოლო ბოლო რომ არ გამოუვიდათ და ვერაფერშI გამოიყენეს დააბრუნეს უკან ჯიგრულად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 სახელმწიფო გადატრიალებისთვის იყო ხო ძებნილი? ვახ! სად ვცხოვროB!ამ მუხლითაც თუ შეიძლებოდა საპროცესოს გარიგება ეგ არარ ვიცოდი ისე სივილ.გეოზე კი მაქ ნანახი მკვლელები საპროცესოთი გამოშვებული, მაგრამ სამშობლოს მოღალატეობა და გადატრიალებაც თუ შედიაოდა ამაში ეგ არარ ვიცოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 რაოდენ უსუსური ბრალდება იყო ხომ ჩანს? მაგი (გელბახიანი) რომ კაცი იყოს ხვალვე ამას გააჯაზებდა, თუ დამნაშავე ვიყავი როგორ გამიფორმეს საპროცესოო.მაგრამ... არაკაცია რა...და თან კიდევ ნელ ნელა როგორ შეგვაჩვიეს თემას რომ თუ საპროცესო გაფორმდა, ესეიგი არ ყოფილა ეს კაცი მთლად დამნაშავე-ს ნიშნავს... არ ვიცი რა...თავხედობაც არარ ქვია ამას ამის დედაც მოვსიყვარულე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 21, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 21, 2012 babuagiorgiდედა ყავს ავად, ფაქტობრივად მომაკვდავი. ცდილობდა გარანტიების მიღებას, მაგრამ არ გამოუვიდა. ბაბუ, სამშობლოს ღალატში ბრალდებულს გირაოთი არ უნდა უშვებდნენ, ჩემი აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.