Jump to content
Planeta.Ge

ერორი- გიორგი თარგამაძე გელბახიანის გათავისუფლებას მოითხოვს


Recommended Posts

http://rustavi2.com/news_photos/02_12/60034.jpgვალერი გელბახიანის დაკავებასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა. გიორგი თარგამაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარტია მზად არის დაკავებულს თავდებად დაუდგეს.

 

გიორგი თარგამაძის განცხადებით, გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება დედის ავადმყოფობის გამო მიიღო. თარგამაძის ინფორმაციითვე, ამ დრომდე ვერ ხერხდება დაკავშირება ვალერი გელბახიანის შვილთან ირაკლი გელბახიანთან.

 

მისივე განმარტებით, ამ დრომდე სამართალდამცავ სტრუქტურებს არანაირი პრეტენზია გელბახიანის ვაჟთან არ ჰქონიათ და არც ძებნაში იმყოფებოდა.

 

`ეს არის საქართველოს ხელისუფლების მუხანათობა, მისი არაჰუმანური სახის მორიგი გამოვლინება და არაკანონიერი მოქმედება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოში მივაღწიოთ მისი თავდებით გათავისუფლებას, რომ მას სწრაფად მიეცეს საშუალება მოინახულოს ოჯახი და მძიმედ ავადმყოფი დედა,` განაცხადა თარგამაძემ.

 

იგი მოითხოვს, რომ მოხდეს ვალერი გელბახიანის დაუყოვნებლივი გათავისუფლება, რადგან ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რათა საბოლოოდ სასამართლომ სამართლიანი განაჩენი გამოიტანოს.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...