planetanews Posted February 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/azizie-300x190.jpgუახლოეს ხანში საზოგადოებრივი მოძრაობა ”ქართული ოცნების” ოფისები გაიხსნება აჭარის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ბათუმში. ამის შესახებ ”აჭარის დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის” გამგეობის თავმჯდომარემ ასლან ლორთქიფანიძემ ”ექსპრესნიუსს” განუცხადა. ექსპერტის განცხადებით, აჭარა დედაქალაქის შემდეგ, მთავარი პოლიტიკური ცენტრია საქართველოში. რეგიონში ოპოზიციური განწყობა და ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ მხარდაჭერა მაღალია, თუმცა ხალხში იგრძნობა შიში და უჭირთ მოსაზრებების ღიად დაფიქსირება. ”ტელეარხი ”25” რეგიონში თითქმის ერთადერთი ინფორმაციის ალეტრნატიული წყაროა, რადგან გაზეთები და ინტერნეტი მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში, ხელმიუწვდომელია“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ. მისივე განცხადებით, აზიზიეს მეჩეთის შესაძლო აშენება გარკვეული დაძაბულობის შემომტანია რეგიონში. ”ხელისუფლება ამ თვითნებური გადაწყვეტილებით, ცდილობს აჭარაში ორ დიდ კონფესიას შორის დაძაბულება შემოიტანოს და ჩაითრიოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალები ამ პროცესში. ხელისუფლებას თურქეთთან დასადები ხელშეკრულებაზე გადაწყვეტილება მართლმადიდებელ ეკლესიასთან (სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებიდან გამომდინარე) და საზოგადოებრივი აზრის გათავლისწინებით უნდა მიეღო და არა ამ ორი ფაქტორის უგულებელყოფით”, – აღნიშნა ექსპერტმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts