planetanews Posted February 19, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 19, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ImedisGmiri-18.2.12.-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შორენა გიგაშვილი დედობილთან ანა ბურდულთან ერთად უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. 36 წლის ანა ბურდული სასულიერო აკადემიაში ანთროპოლოგიას კითხულობს. წლების წინ, როდესაც იგი ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მოწყალების დად მუშაობდა პატარა ობოლ გოგონას დაუმეგობრდა, რომელიც შემდგომში იმერეთში, თერჯოლის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ქალბატონი ანა წლების განმავლობაში აკითხავდა გოგონას ბავშვთა სახლში, 6 წლის წინ კი, მან გოგონა, თბილისში, თავის სახლში წამოიყვანა და დღემდე ერთად ცხოვრობენ. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ანა არ ტოვებს თავის შვილობილს და არ აკლებს მას დედურ სითბოს და სიყვარულს. ნაშვილები გოგონა უნარშეზღუდულია, რაც მასზე მზრუნველობის და ყურადღების საჭიროებას აორმაგებს. ანა ბურდულისა და მისი შვილობილის ისტორია სამინისტროსათვის ცნობილი ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გახდა. სამინისტრო მომავალშიც დაინტერესდება შორენას სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს. ExpressNews - ახალი ამბების სააგენტო http://www.epn.ge მედია, ახალი ამბები, პრესა, ინფორმაცია, საინფორმაციო სააგენტო Sat, 18 Feb 2012 12:19:07 +0000 en hourly 1 http://wordpress.org/?v=3.3.1 დღეს, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა http://www.epn.ge/?p=99611 http://www.epn.ge/?p=99611#comments Sat, 18 Feb 2012 12:19:07 +0000 expressnews Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.