planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 http://rustavi2.com/news_photos/02_12/60026.jpgპირველ კლინიკურ საავადმყოფოში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. დღეს გამთენიისას, სამშობიარო ბლოკში 26 წლის ნინო მარტოიანი, მშობიარობის დროს, გარდაიცვალა. ახლობლები და ოჯახის წევრები მომხდარში მედპერსონალს ადანაშაულებენ. მათი განცხადებით ნინო მარტოიანს ფიზიოლოგიურად უნდა ემშობიარა, სამშობიარო ბლოკიდან გამოყვანის შემდეგ კი მას ოპერაცია ჩაუტარეს, რის შემდეგაც, ექიმებმა ახლობლებს განუცხადეს, რომ პაციენტი ძლიერი სისხლდენის გამო გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ, ექიმმა თვითმკვლელობა სცადა. კლარა მერლანი მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. იგი, ამ დროისათვის, სხეულის მძიმე დაზიანებებით, პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ნინო მარტოიანისათვის ეს მეორე მშობიარობა იყო. ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts