Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “მოსკოვსკი კომსომოლეცი”: საქართველოში ძეგლებს ომი გამოუცხადეს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/Moskovskiy_komsomolets_logo-300x300.jpgბათუმში მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გადატანას რუსული მედია ეხმაურება. „ექსპრესნიუსი“ „მოსკოვსკი კომსომოლეცის“ სტატიას უცვლელად გთავაზობთ.

 

„საქართველოში დიდი სამამულო ომის მორიგ მონუმენტს ანგრევენ. ამჯერად ბათუმში. ბათუმის ბულვარში აღმართული ძეგლის დემონტაჟის გადაწტყვეტილება ქალაქის საკრებულომ 2011 წლის ივლისში მიიღო. მის ადგილას საბაგიროს სადგურს გახსნიან.

 

საქართველოში საბჭოთა ძეგლებს ომი სააკაშვილის მმართველობის დროს გამოუცხადეს. ომის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი ქუთაისის „დიდების მემორიალის“ აღებაა. 2009 წლის 19 დეკემბერს მემორიალი მისი რეკონსტრუქციის მიზეზით ააფეთქეს. აფეთქებისას ქალი და მისი 8 წლის გოგო დაიღუპა. ერთ წელიწადში მოსკოვში პოკლონაია გორაზე მონუმენტი გახსნეს, რომელიც ეგოროვის და ქანთარიას რაიხსტგზე გამარჯვების დროშის აღმართვას ასახავს. მონუმენტის მშენებლობა უმეტესწილად რუსეთში მცხოვრები ქართველების შემოწირულობებით დაფინანსდა.

 

საქართველოში ძეგლებთან ბრძოლა თავიდან ირაციონალური ჩანს და იმ მანიაკებს გვაგონებს, რომლებიც ბავშვური ტრავმების გამო ექთნებსა ან შავგეტრიან ქალებს დასდევენ. თუმცა, არაა საჭირო სამედიცინო ცნობარების დათვალიერება.

 

დიდი სამამულო ომის ძეგლებისა და საბჭოთა ეპოქის სხვა ნაკვალევის განადგურება კარგად გააზრებული სტარტეგიაა. მისი მიზანი საქართველოსა და რუსეთის საბოლოო „გაყრის“ გაფორმებაა, რისთვისაც საჭიროა ხალხის მეხსიერებიდან საერთო წარსულისა და გამარჯვებების ამოშლა. სწორედ ასეთი პროგრამით, საგარეო ძალებისა და ადგილობრივი ოლიგარქების მხარდაჭერით მოხდა ვარდების რევოლუცია და ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის „რეფორმატორები“ მოვიდნენ.

 

ძეგლების დემონტაჟს ისტორიის გადაწერა, სასკოლო განათლების რეფორმა, რუსული სკოლების დახურვა და რუსული ენის საუბრიდან ამოღება მოსდევს. ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება „ასაკობრივი გენოციდი“ – სახელმწიფოს ყველა მნიშვნელოვანი სფეროდან, მათ შორის მეცნიერებიდან, განიდევნა 40 წელს გადაცილებული ხალხი, ანუ ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა. მათ ადგილას 25 წლის გამოუცდელი ლაწირაკები მოვიდნენ.

 

თუმცა, დესოვეტიზაცია კარგი საქმეა. წარსულს ღიმილით უნდა დაემშვიდობო. თუმცა, თუ ძეგლებს მოკიდეთ ხელი, ბოლომდე თანმიმდევრული უნდა იყოთ და ტოტალიტარული ეპოქისა და ცარიზმის ყველა გადმონაშთზე უარი უნდა თქვათ. მაგალითად, აჭარაზე, რომელიც მეფის არმიამ და შემდეგ ბოლშევიკებმა თურქეთს საქართველოსთვის წაართვეს. და საერთოდ დაივიწყოთ, სტალინის საჩუქარი – აფხაზეთი. მითუმეტეს, რომ სტალინის ძეგლიც აიღეთ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...