Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ბათუმში, მთავრობასა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/01/gilauri-n-300x199311.jpgბათუმში,  მთავრობასა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის , რიგით მეორე, შეხვედრა მიმდინარეობს.

 

შეხვედრაზე ყველა ის პრობლემეტიკა განიხილება , რომელიც ქვეყენაში არსებობს ბიზნესის კუთხით. მთავრობი მიზანია პირადად ბიზნესმენებისგან მოისმინოს  რა კონკრეტული ღონისძიებებია გასატარებელი ბიზნესის განვითარების კუთხით. ბიზნესმენები კი თავის მხრივ,  მთავრობის წევრებს პირადად გააცნობენ ბიზნესში არსებულ ვითარებას და სპეციალურ მოხსენებებს წაიკითხავენ.

 

კონფერენცია ბიზნეს ასოციასიის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსენეს.

 

პრემიერმა მისასალმებელ სიტყვაში მთავრობასა და ბიზნეს შორის პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

 

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ 2011 წელს ასეთმა შეხვედრამ სერიოზული შედეგები მოიტანა და ამჯერედაც მნიშვნელოვან წინსვლას ელიან ბიზნესმენები.

 

„პროგრამაში გათვალისწინებულია ბიზნესის მოთხოვნები ხელისუფლებისადმი, ასევე ხელისუფლების ხედვა ბიზნესის განვითარების მხრივ“,- განაცხადა ჭირაქაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას თქმით, მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები, რადგან აქ  განიხილება ყველა საკითხი რაც ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობას ეხება.

 

„გვაქვს საშუალება დავჯდეთ ერთი-ერთზე ბიზნესის წარმომადგნელებთან და გავესაუბროთ იმ საკითხებზე და პრობლემებზე რაც მათ აწუხებთ, ასევე, განვიხილოთ ჩვენ როგორ შეგვიძლია ეს პრობლემები გადავწყვიტოთ“,- განაცხდა ქობალიამ.

მთავრობასა და საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს შორის შეხვედრა ორდღიანია და ხვალ დასრულდება.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...