planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/12/baqraze22-300x20212.jpgპარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, დღეს მარნეულში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.მარნეულის მოსახლეობის წარმომადგენლებმა თავჯდომარეს დასაქმების, დაზღვევის, პენსიის მომატებისა და წყლის პრობლემიბი გააცნეს თავჯდომარეს.დავით ბაქრაძემ მოსახლეობას იმ სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებზე ესაუბრა, რომელიც მარნეულში ხორციელდება და მომავავლისთვის იგეგმება.ბაქრაძის განცხადებით, წელს მარნეულში უამრავი პროექტის განხორციელება იგეგმება, კეთდება ქალაქის ცენტრი და მოგვარდება წყლის პრობლემაც,რომელიც წლების მანძილზე აწუხებდა მოსახლეობას.მისივე თქმით, მთავარი ცვლილება რაც ამ რეგიონში მოხდა არის ის, რომ არასდროს ამდენ ბავშვს, ამ რეგიონში არ უსწავლია ქართული ენა და არ ჰქონიათ განცდა რომ ქართული სახელმწიფო ზრუნავს მათზე.“წელს მარნეულში ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება, მაგრამ მთავარი ცვლილება, რაც ამ რეგიონშია, უკავშირდება ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას. არასდროს ამდენ ბავშვს, ამდენ ახალგაზრდას ამ რეგიონში არ უსწავლია ქართული ენა, არასდროს არ ყოფილა ადგილობრივ მოსახლეობაში განცდა, რომ ქართული სახელმწიფო ასე ზრუნავს მათზე. ამის შედეგი კი არის სწორედ ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თვალში საქართველო არის მათი სახელმწიფო, მათი სამშობლო და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი ცვლილება, რომელიც ამ რეგიონში ხდება წლების მანძილზე და რომელიც არის ჩვენი სამშობლოს სტაბილურობის ერთ-ერთი პირობა”, – განაცხადა ბაქრაძემ.დღესვე პარლამენტის თავმჯდომარემ მარნეულის ცენტრში წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობაც დაათვალიერა და ახლად გახსნილ ქართული ენის სახლსაც ესტუმრა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts