Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - განათლების სამინისტრო სოციალურად დაუცველი მოსწავლეების დახმარებას აგრძელებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/ImedisGmiri-18.2.12.-300x199.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩახნაშვილმა აფხაზეთის №2 საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეს შორენა გიგაშვილს საჩუქრად პერსონალური კომპიუტერი გადასცა.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შორენა გიგაშვილი დედობილთან ანა ბურდულთან ერთად უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. 36 წლის ანა ბურდული სასულიერო აკადემიაში ანთროპოლოგიას კითხულობს. წლების წინ, როდესაც იგი ერთ-ერთ ბავშვთა სახლში მოწყალების დად მუშაობდა  პატარა ობოლ გოგონას დაუმეგობრდა, რომელიც შემდგომში იმერეთში, თერჯოლის ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. ქალბატონი ანა წლების განმავლობაში აკითხავდა გოგონას ბავშვთა სახლში, 6 წლის წინ კი, მან გოგონა, თბილისში, თავის სახლში წამოიყვანა და დღემდე  ერთად ცხოვრობენ.

 

უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად ანა არ ტოვებს თავის შვილობილს და არ აკლებს მას დედურ სითბოს და სიყვარულს. ნაშვილები გოგონა უნარშეზღუდულია, რაც მასზე მზრუნველობის და ყურადღების საჭიროებას აორმაგებს.

 

ანა ბურდულისა და მისი შვილობილის ისტორია სამინისტროსათვის ცნობილი ტელეკომპანია იმედის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან გახდა. სამინისტრო მომავალშიც დაინტერესდება შორენას სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებით და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.

 

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...