planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 იუსტიციის სასწავლო ცენტრში დღეს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდების მეორე ეტაპი გაიმართა. ამჯერად, ნოტარიუსობის მსურველებს ტესტირება პროფესიულ საკითხებში ჩაუტარდათ. გამოცდაში ის კანდიდატები მონაწილეობდნენ, რომლებმაც წარმატებით გადალახეს პირველი ეტაპი – ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტში 70 ან მასზე მეტი ქულა დააგროვეს. 61 მსურველიდან, პროფესიულ ტესტირებაზე 41 მათგანი იქნა დაშვებული. პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დაინტერესებული პირებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ და ისინი ნოტარიუსებად მუშაობის უფლებას მოიპოვებენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts