planetanews Posted February 17, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 17, 2012 http://rustavi2.com/news_photos/default_im.jpgდღეს პრეზიდენტმა ცაგერში ახალი კლინიკა დაათვალიერა. ძველ შენობას სრული რეაბილიტაცია სადაზღვევო კომპანია "აი-სი ჯგუფმა" ჩაუტარა. 25-საწოლიანი საავადმყოფო თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. მრავალპროფილურ ცენტრში პაციენტს ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლია. საავადმყოფოში 100-მდე ექიმია დასაქმებული. მედპერსონალს და პაციენტებს დღეს მიხეილ სააკაშვილი გაესაუბრა. მანამდე კი პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სულ მალე ცაგერში წყლის და გზის პრობლემა მოგვარდება. ადგილობრივებს მიხეილ სააკაშვილმა სიტყვითაც მიმართა. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts