planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/bbc_logo.jpg ორგანიზაციამ ბრისტოლიდან (Black Development Agency) საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი დადო იმაზე, რომ საქართველოს ინგლისურის მასწავლებლებით მოამარაგებს. იმედოვნებენ, რომ დახლოებით 1,700 მასწავლებელი ბრისტოლის შემოგარენიდან ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში დარჩება. ბრისტოლი საქართველოს დედაქალაქთან თბილისთან 1988 წელს დაძმობილდა და ეს პროგრამა თბილისი-ბრისტოლის ასოციაციამ შექმნა. სააგენტო ეძებს ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე მოხალისეებს. ინგლისური ენა ქართულ სკოლებში 2011 წლის სექტემბრიდან პირველივე კლასიდან სავალდებულო გახდა. „განმტკიცებული ურთიერთობები“ პროგრამის მიზანია დაეხმაროს ქართველებს ინგლისურის დაუფლებაში. გარდა ამისა, დაასაქმოს და სამუშაო გამოცდილება მიაღებინოს ბრისტოლის შემოგარენში და სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრებ ადამიანებს. სააგენტოს აღარ აფინანსებს ბრისტოლის საკრებულო, მაგრამ ალექს სმიტი, ქართული პროექტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „ისინი არც ეძებენ ფინანსურ მოგებას.“ „აქ საქმე ეხება უფრო ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას ევროპასთან და იმას, რომ ადამიანები იქ დავასაქმოთ,“ განაცხადა მან. „უამრავი ორგანიზაცია იბრძვის ამისთვის და ჩვენ შეგვიძლია მათ დამატებითი დახმარება აღმოვუჩინოთ“. სააგენტოს ორი წელი აქვს ამ პროგრამის განხორციელებისთვის და თუ ის წარმატებას მიაღწევს სამხრეთ-დასავლეთში, მაშინ მთელი დიდი ბრიტანეთიდან დაიწყებს მოხალისეების დაქირავებას. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts