planetanews Posted February 18, 2012 დარეპორტება გაზიარება Posted February 18, 2012 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2012/02/post-69-1176139719-300x2251.jpgაფხაზეთში დატყვევებულ ოთხ ქართველ მეზღვაურს სავარაუდოდ ერთ კვირაში გაათავისუფლებენ. თითქმის ერთი წელია რაც ოთხი ქართველი მეზღვაური, ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის პორტში იმყოფება. რამდენიმე დღის წინ თურქეთში საქართველოს საკონსულოს ჩარევით მათ საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები მიუტანეს. მეზღვაურების გათავისუფლების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. პირველი ვერსიით, თავად დატყვევებული მეზღვაურების განცხადებით, შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში ორშაბათს გემთმფლობელი კომპანიის მფლობელი ჩავიდეს, რომელიც ეკიპაჟის წევრების საბუთებს წესრიგში მოიყვას და მათ გათავისუფლებას უზრუნველყოფს. მეორე ვერსიით კი, გემი ჯარამის 200 ათასი დოლარის გადაუხდელობის გამო, აფხაზეთის მხარეს გადაეცემა და მეზღვაურები ოკუპირებული ტერიტორიიდან ამის შემდეგ დავბრუნდებიან. გიორგი საბანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, ალიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე კომპანია “star and Ciping”-ის კუთვნილ გემზე 2011 წლის ივნის ავიდნენ. მას შემდეგ ისინი მოტყუებით და კანონის დარღვევით, სოხუმში შეიყვანეს. მეზღვაურების ოჯახის წევრები მათი უფლებების დარღვევაში დამსაქმებელი კომპანიის ხელმძღვანელს ლაურა ჩადუნელს ადანაშაულებენ. სოხუმში ქართველი მეზღვაურების კადრები პირველად აფხაზეთის ტელევიზიამ გაავრცელა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts